,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-12
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.102.016082
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში (ვებგვერდი, 060111, 06/01/2011; 010250040.35.102.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა ) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, “;

ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას “.

გ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი

კრებსითი — სრული ვერსია