|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მაისის №16 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|