,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.118.016128
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 4 სექტემბერი

ქ. ონი

 

,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის  №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.118.016123) შევიდეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგებელმა შეიმუშაოს და 2014 წლის 15 სექტემბრამდე საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოადგინოს გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია