,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ზოგიერთი სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №85 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017704) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, განახორციელოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შესაბამისი აქტების ძირეული რევიზია/გადახედვა და შესაბამისი პროექტების წარმოდგენა, არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა.“.
|