„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.129.016133
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის შესაბამისად,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის,  ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №14  დადგენილებაში (სსმ 18/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილება.“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5  მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლი ძალაში შევიდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად ჩატარებული საჯარო  კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია