„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016284
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  15 ივლისის №35 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 17/07/2014, 010250020.35.143.016264) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,პ)   მშენებლობის  ნებართვის თაობაზე გამგებლის ბრძანებების შემუშავებას“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი ცხადიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია