„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-63/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016289
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-63/ნ

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის  №01-46/ნ ბრძანებით  (www.matsne.gov.ge; 12/12/2013; 040030000.22.035.016229) დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია