„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.147.016057
„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში (სსმ 26, 17/09/2010; 010250020.35.147.000719) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა ) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, “;

ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას “.

გ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია