„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №1129 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1496
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017600
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №1129 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1496

 2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის -საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის № 1129 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

         საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის № 1129 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის № 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–19 მუხლის მე–12 პუნქტის საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებებიამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოების დამათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების სახელშეკრულებო ღირებულებების გაზრდის მიზნით , რა დროსაც ამ ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანების მე-20 მუხლის მოთხოვნები;‘‘.

 

 

პრემიერ–მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია