„ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1249 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1474
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017578
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1249 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1474

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1249 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1249 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს განესაზღვროს განსხვავებული პირობები და ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, წინასწარი ანგარიშსწორებისას, თანხის გაცემა განახორციელოს სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ გარანტიის წარდგენის გარეშე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია