„ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-05
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.175.016017
„ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

,,ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,, ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’  მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის 04 აგვისტოს  № 3  დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’ ს.კ. 010250050.35.175.016003.06.08.14წ)  . კერძოდ:

1.1  დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების’’ მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საბუღალტრო, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობა.

1.2  დებულების მე-12 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენებისა და შესრულების შესახებ ანგარიშგების, შესყიდვების დაგეგმა-ადმინისტრირების უზრუნველყოფა, ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი

კრებსითი — სრული ვერსია