|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 05/08/2014: სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016161) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური; ე) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამსახური; ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; კ) სახანძრო–სამაშველო სამსახური;“ |
ბ)
მე–12 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.“.
|
გ)
მე–12 მუხლს დაემატოს მე-51 პუნქტი:
„51. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მის გასაუმჯობესებლად წინადადებების მომზადება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|