„წალენჯიხის მუნციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.104.016180
„წალენჯიხის მუნციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს N726 ბრძანებულების   შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2012  წლის 26 ოქტომბრის N27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/11/2012,  სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.104.016104)  შეტანილიქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს N726 ბრძანებულების შესაბამისად,“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8.

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი თანამდებობის პირი:

ა) საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი;

ბ) საკრებულოს აპარატის სამდივნოს უფროსი;

გ) გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

790 ლარი

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2014 წლის 7 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

კრებსითი — სრული ვერსია