შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №4/3 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 28/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016089) პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60, 202-206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
|