,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში)”.
|