„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1466
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017571
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1466

 2014 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებით დამტკიცებულ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არასახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები, სამთავრობო სექტორის მხრიდან, წარმოდგენილია შემდეგი უწყებებით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია