საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017564
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1463

 2014 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის – საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე უცხოელი სტუმრების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები აანაზღაუროს 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია