საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1450
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ– საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ ფარგლებში, ჟურნალისტების, ცენტრალური ტელეარხების წარმომადგენლებისა და გადამღები ჯგუფის საქართველოში ვიზიტისათვის ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი