„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1447
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017557
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1447

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1138 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ნაწილობრივი, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი        

 

 

კრებსითი — სრული ვერსია