საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1441
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
| ირაკლი ღარიბაშვილი | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე; |
| ოთარ დანელია | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; |
| დავით შავლიაშვილი | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| ნოდარ ხადური | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| გიორგი კვირიკაშვილი | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| გოჩა ცოფურაშვილი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| დავით გალეგაშვილი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| იური ნოზაძე
| - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| ოთარ შამუგია | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სააგენტოს გამგეობის წევრი.“. |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი