საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №616
1997 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
ლ. ასლამაზაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში ქართული ეკლესიების აღდგენასა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის აგებაში გაწეული დიდი შრომისათვის, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობისა და მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის საქველმოქმედო საზოგადოება „ჰერეთის“ თავმჯდომარე ლადო ასლამაზაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე