„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ.010250040.35.119.016169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დანართის 54-ე მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1“. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა 12.00-დან 14.00-მდე;
ბ) საღამოს სხდომა 15.00-დან 18.00-მდე.
გ) შესვენებები: 14-დან 15-მდე;“.
|