|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება თანახმად თანდართული დანართისა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 28/12/2010წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016017) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილება. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
საკრებულოს აპარატის სტატუსი |
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. |
მუხლი 2.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმიანობაზე კონტროლი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 3.
აპარატის ძირითადი ფუნქციები |
საკრებულოს აპარატი:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადებას. ბ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. გ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას. დ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას. ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე. ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომრის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს სხვა საჯარო მოსამსახურეების საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) აღრიცხვასა და გაფორმებას. თ) ორგანიზაციას უწევს საკრებულოს ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტების საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს, უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების შესრულების თანამდებობის პირთა დროულ ინფორმირებას; ი) იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების სახელზე შემოსულ კორესპოდენციას, ახდენს მის ანალიზს და სისტემატიზაციას; კ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თავმჯდომრის და სხვა თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს მათ შემსრულებლებს. ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლოატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტთ, ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალუ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
თავი II
აპარატის სტრუქტურა, აპარატის უფროსის და განყოფილების უფროსის უფლებამოსილება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 4 |
1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებ¬ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. აპარატის უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი. 4. აპარატი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან. 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) საქმისწარმოების განყოფილება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 41 |
1. აპარატის უფროსი:
ა) წარმართავს და უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას, აგვარებს აპარატის გამგებლობაში შემავალ საკითხებს; ბ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე; გ) აპარატის სახელით ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის აპარატის სახელით; დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და მათ შესაბამისად საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ი) აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ბიუროს წინაშე. კ) აპარატის უფროსის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობისას ან/და ადგილზე არყოფნის დროს აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს აპარატში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 42 |
საქმისწარმოების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; ბ) ახორციელებს კორესპონდენციების მიღებას, აღრიცხვას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას; გ) ახორციელებს გასული კორესპონდენციების აღრიცხვას; დ) ამზადებს საკრებულოს საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო მასალებს; ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების წარმოებას; ვ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რედაქტირებას, კომპიუტერულ უზრუნველყოფას - აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, დოკუმენტების ქსერო¬ასლების მომზადებას, ასლის დამოწმებასა და საჭიროებისამებრ დაგზავნას; ზ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და გაგზავნას, სტატისტიკური მონაცემების მომზადებას; თ) ახორციელებს საკრებულოს წევრებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების წარმოებას; ი) უზრუნველუყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ლ) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 43 |
იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მათთვის შესაბამისი სამსართლებრივი კონსულ¬ტაციების გაწევას; დ) ახორციელებს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წარმომდგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად; ე) სხვადასხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან/და საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 44 |
1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას; ბ) პასუხს აგებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციებს; დ) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
| მუხლი 45 |
1. აპარატის შემადგენლობაში არიან აგრეთვე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან აპარატის არცერთი განყოფილების შემადგენლობაში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 04.09.2015წ. |
თავი III
აპარატის საჯარო მოსამსახურეები |
მუხლი 5.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები |
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალოდ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენოს უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით და გარანტიებით. |
მუხლი 6.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები |
აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკაკნონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. |
მუხლი 7.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი |
აპარატის თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 8.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი |
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს და საშტატო ნუსხას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. |
თავი IV
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა |
მუხლი 9.
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის წესი |
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით. |