აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №37
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №6 დადგენილებით (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №8, 03.06.2008 წ., მუხლი 11) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.”.
2. დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:“.
3. დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოში მოქმედ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დევნილთა სხვადასხვა კატეგორიების დახმარების უზრუნველყოფა“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია