„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3679
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-27
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.002.427
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კომისიის უფლებამოსილების (რეგულირების) სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.“.

2. 81 და 82 მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3679–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია