„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.173.016033
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის  №1  დადგენილებაში (ვებგვერდი, 16/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (რეგლამენტი):
ა) მე-16 მულის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცებული ინდივიდუალური ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და საკრებულოს მიერ დადგენილი  წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია