|
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის მიხედვით.“; |
ბ)
ამოღებულ იქნეს რეორგანიზაციის გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; |
გ)
რეორგანიზაციის გეგმის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|