„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. კონტროლი მართვის სისტემის საქმიანობაზე
1. მართვის სისტემის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
სამინისტროს თანხმობას საჭიროებს მართვის სისტემის მიერ შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა.”.
|