|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იბერია“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „იბერია“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის №31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იბერია“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „იბერია“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის №31/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016297) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|