საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3649
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-27
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.422
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 43-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.“.

2. 381-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 381. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა

ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელის ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებლის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3649–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია