|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №23 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|