|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|