„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016204
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 19 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge; 17.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016186) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8) იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგებლისათვის სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის,  მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა; გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადება გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან.“;

ბ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“;
დ) მე-40 მუხლის „დ“ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია