|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებით (სსმ, 010240030.22.038.016136, 17/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, წახალისებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და დადგენილი ნიმუშის შესაბამისად, სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;“; 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო1) მინისტრის წერილობითი თანხმობით ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა პრემირებას, წახალისებას (ფულადი პრემია, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და სამოქალაქო ან სამსახურებრივ - საშტატო იარაღით დაჯილდოება) და ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ხელფასზე ფულადი დანამატის გაცემას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №141 - ვებგვერდი, 21.08.2014 წ. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|