ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #5 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.125.016113
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #5 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2014 წლის 18 აგვისტო

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №5 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №5 დადგენილების „ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge  24.07.2014 წ.) მე-20 მუხლის პირველი ქვეპუნქტში   და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. 

ა) „1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე  ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლის 2-5 პუნქტით დადგენილი წესები.“.

ბ) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია