საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3632
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-13
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.413
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:

„15. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელ პირებს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც მდებარეობს „საქართველოს ზოგიერთი რეგიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 აგვისტოს №341 ბრძანებულებით საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე, შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2000 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული მიწის გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე დარიცხულ საურავებზე და საგადასახადო ორგანოებმა მათი ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 ოქტომბერი.

№3632–IIs

 

 

კრებსითი — სრული ვერსია