სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1397
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017518
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1397

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

     სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში მდებარე 75131 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №50.01.34.023) და ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში მდებარე 27941 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №50.01.34.033) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

     2.  საპრივატიზებო  პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

      3. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია