საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1394
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭოს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) შორის „მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS) გამართვის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.
2. ეთხოვოს სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი