სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1415
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017524
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1415

2014  წლის 8 აგვისტო 

ქ. თბილისი

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑11 მუხლის მე‑4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომ მის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯები განსაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საწვავი ყოველთვიურად – 2500 ლიტრი;

ბ) საკომუნიკაციო ხარჯი ყოველთვიურად – 490 ლარი.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია