ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016141
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 22.12.2017, №25)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №24

2014 წლის 14 აგვისტო

დ. ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 29.02.2016წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება. (დანართი №1);
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი



 

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის

დებულება


მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის  გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგისტრირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართო საქმიანობის კონტროლს, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივ მომსახურეობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია;

ა) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება .

გ) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება;

დ)  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები  განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების   უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება  გამგეობის დებულების 13-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 

7. სამსახურის მოხელეთა თნამდებობაზე  დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულების, და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 29.02.2016წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის დადგენილება №08 - ვებგვერდი,31.05.2017წ.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სივრცითი მოწყობისა და  ქალაქთმშენებლობით დოკუმენტების პროექტებზე;

გ) გეგმარებითი დავალებების მომზადება ;

დ) არქიტექტურული-სამშენებლო  სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა  ორგანიზებას;

ე) მოქმედი  კანონმდებლობით და მუნიციპლიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.


მუხლი 4. სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო  რეგულირების განყოფილება
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის  სამშენებლო რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს.

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების  მომზადების ორგანიზებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის  ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების  მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი  აქტების შემუშავებას;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენას და საქმეების წარმოებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე  კონტროლის განყოფილება
 ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე    კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პრობლემის გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებას;

ბ) შეიმუშავებენ და განახორციელებენ უნებართვო მშენებლობების პრევენციას და აღკვეთას;

გ) შეიმუშავებენ და კონტროლს განახორციელებენ სამშენებლო ობიექტებზე მშენებლობის ნორმების დაცვაზე;

დ) უნებართვო მშენებლობებზე  კონტროლის  განხორციელება პრევენცია და კონტროლს;

ე) გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე  რეაგირებას და ოქმების შედგენას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  კეთილმოწყობის განყოფილება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების,  დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  ობიექტების მოვლა-პატრონობას;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი  განხორციელების კოორდინაციას;

ე)  ტერიტორიის  კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ  განსახორციელებლად რეკომენდაციებისა  და წინადადებების შემუშავებას;

ვ) წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე,  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ზ) წინადადების  შემუშავებას სასაფლაოების მოვლა - პატრონობისა და შესაბამისი  საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;

თ)  წინადადებების  შემუშავებას  გარე  ვაჭრობის რეგულირების სფეროში;

ი)  წინადადებების  შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების  საკითხებზე;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული  სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 29.02.2016წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის დადგენილება №08 - ვებგვერდი,31.05.2017წ.


მუხლი 61. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საქმის წარმოებას მშენებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ბ) მშენებლობის  ნებართვის თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

გ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;

დ) ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლს და მონიტორინგს;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №09 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


მუხლი 7. (ამოღებულია)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 29.02.2016წ.

 

მუხლი 7.  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საქმის წარმოებას მშენებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ბ) მშენებლობის  ნებართვის თაობაზე სამართლებრივი აქტების  შემუშავებას;
გ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
დ) ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლს და მონიტორინგს;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის დადგენილება №08 - ვებგვერდი,31.05.2017წ.



კრებსითი — სრული ვერსია