„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 (www.matsne.gov.ge, 17.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) ბრძანებით დამტკიცებულ „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესის“ მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონებისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS) შესაბამისად.“
|