„საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.016545
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №40

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №93 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში,  კონკურსების, ტრენინგების, ტესტირებების, საკვალიფიკაციო გამოცდებისა და ატესტაციის ორგანიზებას და ჩატარებას; ტრენინგების პროგრამასა და სტანდარტებს განსაზღვრავს მთავარი პროკურორი;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია