„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-14
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016665
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №239

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის  251 მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის  ტრანსპორტირებისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.    

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია