|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) უფლებამოსილია აკადემიის თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრთან შეთანხმებით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|