საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3541
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-04
სარეგისტრაციო კოდი
400.010.020.05.001.002.402
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) მე-60 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტანს უფლება აქვს აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3541–რს

კრებსითი — სრული ვერსია