„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3537
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-07
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.04.001.002.399
„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

     „მუხლი 41

საზოგადოებრივი გაერთიანებისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან მისი ლიკვიდაცია შეიძლება საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3537–რს

კრებსითი — სრული ვერსია