,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N61 დადგენილებაში (სსმ, 58, 02/12/2010, 210020010.35.143.016025) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
ბ) დადგენილების მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარატლში 1500 ლარის ოდენობით.“
|