|
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:
„ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 1 აგვისტო 2014 წ. N2643-რს |