|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3651 მუხლი:
„მუხლი 3651. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში უკანონო ჩარევა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 1 აგვისტო 2014 წ. N2648-რს |