ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-02
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.170.016032
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
(ძალადაკარგულია - 02.02.2018, №22)

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივითვი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.
მუხლი 2
დამტკიცდეს  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის  აკრძალვის წესი (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ააიპ   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ ზუგდიდდასუფთავება“-ს ცენტრი.
მუხლი 4
დაევალოს  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს  აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.                         
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია



ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ

ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა

ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში

არსებული ფართის გარეთ  ყოლის აკრძალვის წესი


ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 1
ეს წესი არეგულირებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებიდან, სკვერებიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებიდან დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 2
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ დროებით სადგომზე გადაყვანას.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 3
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა ქალაქის ტერიტორიაზე გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 (ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს  მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს  დადგენილება №36 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 4
თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს დროებით სადგომზე.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს  დადგენილება №36 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 5
დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება ჯარიმის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს  დადგენილება №36 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 6
ჯარიმის გადამხდელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიიდან  დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 7
ჯარიმის ქვითრის გამოწერა ხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 8
სამართალდარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლიარად. ერთი პირი რჩება მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მეორე გადაეცემა წვრილფეხა ან/ და მსხვიფეხა პირუტყვის მესაკუთრეს.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 9
ჯარიმის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 10
ჯარიმის თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 11
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ქალაქის ქუჩებში, პარკში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;

ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

მუხლი 12
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.05.2016წ.


კრებსითი — სრული ვერსია